- დისტრიბუციის პოკეტის აპლიკაციის გადმოსაწერად ვაკოპირებთ ბმულს Fina.ge/downloads/fina.apk და ვიწერთ რომელიმე ინტერნეტ ბრაუზერიდან
- აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ ვხსნით და ვიწყებთ პროგრამის ინსტალაციას
- შესაძლებელია სმარტფონმა მოითხოვოს თანხმობა პროგრამის გაშვების თაობაზე, ამისთვის ვხსნით მოცემული შეტყობინების პარამეტრებს და ვნიშნავთ ველს „უცნობი წყარო“ (uknown source)
- ვეთანხმებით და ვაგრძელებთ ინსტალაციას
- ინსტალაციის დასრულების შემდეგ ვხსნით აპლიკაციას და შევდივართ პარამეტრებში
- ვირჩევთ სერვერის მისამართი და ვავსებთ ველს IP მისამართით და პორტით. მაგ: 12.34.567.78:8080 და ვაჭერთ ღილაკს შენახვა
შენიშვნა: პორტის გახსნა ხდება მომხმარებლის მხრიდან 8080 - 8085
- ვაჭერთ ღილაკს დისტრიბუტორი და ვირჩევთ შესაბამის დისტრიბუტორს
- პრივილეგიების გასაწერად ვაჭერთ ღილაკს პრივილეგიები (პაროლის გასაგებად დარეკეთ FINA- ს ოფისში)
- აუცილებელია შემდეგი მონაცემების შევსება: ბორტი, მთავარი საწყობი, დაბრუნების საწყობი და სალარო; სხვა პრივილეგიების ჩართვა ნებაყოფლობითია და ევალება ბუღალტერს ან სხვა კომპეტენტურ პირს
- კავშირის გადასამოწმებლად მთავარ გვერდზე ვირჩევთ სინქრონიზაცია
- და ვასრულებთ ფასის ტიპების სინქრონიზაციას
- სინქრონიზაციის წარმატებით შესრულების შემდეგ ვნიშნავთ და ვასინქრონებთ ყველა მონაცემს სათითაოდ